პოლიტიკა
უნდა დავრწმუნდეთ პარლამენტში, რომ ეს სწორედ ამ მიზნებისთვის არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარს არ დავუჭერთ - აკაკი ზოიძე კანაფის კულტივაციაზე
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანას, როგორც ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ბრუნვა, კულტივირება თუ რეალიზაცია დასჯადი რჩება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ გასაღების საკითხზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი მიდგომა ექნება. რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ზოიძის აზრით, სახელმწფოს უფრო ლიბერალური მიდგომა უნდა ჰქონდეს.
„რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, დიდი ხანია მომხრე ვარ, რომ ადამიანები მარიხუანას ან ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების გამო საპატიმროში არ უნდა გავუშვათ. თუ მათ აქვთ ნარკოდამოკიდებულება უნდა ვუმკურნალოთ. თუ ნარკოდამოკიდებულების გზაზე დგანან, უნდა დავეხმაროთ, დაბრუნდნენ საზოგადოებაში“, – განაცხადა მან.
ამასთან, მისი თქმით, სამედიცინო მიზნით წარმოება არც გაერო-ს და არც სხვა კონვენციით აკრძალული არ არის.
ზოიძის თქმით, საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ საქართველოში კანაფის მოყვანა-წარმოება სამედიცინო მიზნებისთვის მოხდება.
„უნდა დავრწმუნდეთ პარლამენტში, რომ ეს სწორედ ამ მიზნებისთვის არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ზოიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


