პოლიტიკა
უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა - საკონსტიტუციო უმრავლესობა, მან თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“ - გიგი უგულავა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული საკონსტიტუციო უმრავლესობის ფენომენი.
მისივე თქმით, ქვეყანა უნდა მოამზადონ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ გააკეთებს აქცენტს, ეს არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
„ეს არის ერთადერთი გარანტია და თავის დაზღვევა იმისგან, რომ არცერთი მომდევნო მთავრობა არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით, თუნდაც 2012 წელს და როგორშიც ჩავარდა „ქართული ოცნება“ 2018 წელს. უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა - საკონსტიტუციო უმრავლესობა.
საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში პარტიების დაღუპვაზე არ არის საქმე, გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს. ამისათვის მთავარი პოლიტიკური წინაპირობაა ის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს“, - განაცხადა უგულავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


