პოლიტიკა
უნდა დავაჩქაროთ პროცესები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - ლუბომირ ზაორალეკი
ჩვენდამი ნდობას შესაძლოა, პრობლემა შეექმნას და ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დავაჩქაროთ პროცესები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, - ასე უპასუხა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუბომირ ზაორალეკმა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
,,მე გადავწყვიტე, მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭირონ საქართველოს და უკრაინას. ჩვენ უნდა შევასრულოთ აღებული ყველა ვალდებულება იმისთვის, რომ ვიყოთ სანდო. ამიტომ, მე მზად ვარ და ვგრძნობ თავს ვალდებულადაც, რომ ყველას მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. დროებითი შეჩერების მექანიზმი განხილვის სტადიაზეა და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პროცესს ართულებს. ჩვენდამი ნდობას შესაძლოა, პრობლემა შეექმნას და ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დავაჩქაროთ პროცესები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის’’, - განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


