უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 სექტემბერი, 2018 14:05
font-size

უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც ტელევიზიებს ხურავენ მათი კრიტიკულობის გამო - იბერია ტვ-ს მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან

ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ადმინისტრაციის შენობასთან ტელეკომპანიიდან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეწყვიტა.

"იბერიას" ხელმძღვანელები და თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ტელეკომპანიასა და ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის შეწყვეტა და ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღანჩინოსნების მხრიდან ამ ზეწოლის ფაქტების შესწავლაა.

ტელეკომპანიის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მხარდამჭერები დახვდნენ.

,,ჩვენ მოვედით აქ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმის გამო, რომ როგორც ჩანს ჩვენი ხმა ტელეეკრანიდან არ ესმით.

მოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არ დავტოვებთ ტელეკომპანიას, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ გვექნება ამის რესურსი“, - განაცხადა იბერია ტვ-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობას შეეძლო ფორმალობისთვის მაინც პრესსამსახურის წარმომადგენელი გამოეგზავნა აქციის მონაწილეებთან, თუმცა ეს არ მოხდა, რაც მისი თქმით ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თავისუფალი მედია არ აინტერესებს.

კანცელარიის შენობასთან განცხადება გააკეთა ,,იბერიის“ ტელეწამყვანმა არჩილ გამზარდიამ.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“ არის თავისუფალი მედიის მტერი, რომელიც ცდილობს, ,,კიდევ უფრო მძიმე ფორმებით, ვიდრე ამის გამოცდილება გვქონდა წინა წლებში, ააგლიჯოს საზოგადოებას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია“.

,,ერთადერთი მთავარი გზავნილია - ,,ქართული ოცნების“ კანონიდან გასვლის შემდეგ, ვითხოვთ კანონის ფარგლებში დაბრუნებას.

უნდა დასრულდეს ეპოქა როდესაც ტელევიზიებს ხურავენ, ართმევენ, მათი სიტყვის თავისუფლების და კრიტიკულობის გამო. აუცილებლად უნდა აღიძრას სიხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ წუთამდე არ აღძრულა და უკვე კითხვებს ბადებს ხელისუფლების მისამართით, რომ არამხოლოდ ცალკეული პირები ვისი ხმაც და ვისი ვინაობაც დადგინდა ჩანაწერში, არამედ სრული სახელისუფლებო სივრცეა ჩართული იმ პროცესში, რომელიც არის დღეს კანონის მიღმა, მავნებლური და დამნაშავეობრივი ქმედება“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.

გასულ კვირას ტელეკომპანია საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება და ამ დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი