სამართალი
უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, ა.კ.-მ განაწყენების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა მასთან მუდმივად მცხოვრები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ლ.ბ.
,,სამართალდამცველებმა ა.კ. იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


