პოლიტიკა
უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს - არჩილ თალაკვაძე
„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს უმრავლესობა სხდომას გამართავს, სადაც იმსჯელებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან კონსულტაციების სავარაუდო ფორმატების შესახებ.
„დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომა გვექნება. შევაჯამებთ და განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის შედეგებს, რომელზეც ახალ კონსტიტუციასთან ერთად, თამბაქოს კონტროლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სხვა სფეროებში არაერთი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ. ვიმსჯელებთ წინასაარჩევნო კამპანიის ამოცანებზე და განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს, რომელიც საშემოდგომო სესიამდე გაიმართება“, -განაცხადა თალაკვაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


