პოლიტიკა
უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის შიგნით 2 ახალი ფრაქცია იქმნება, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.
მდინარაძის თქმით, ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც უმრავლესობის ჩაშლის ინიციატივით გამოვიდა. მან განმარტა, რომ ეს გააუმჯობესებს „ქართული ოცნების“ მენეჯმენტს.
„უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი, 86- წევრიანი და 6 - წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, რა თქმა უნდა, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქედან გამომდინარე, რომ 86 - წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6- წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


