პოლიტიკა
უმრავლესობის მიერ წარდგენილი ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანოს მოდელი საპარლამენტო ოპოზიციისთვის მისაღები არაა
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მას ახალი დამოუკიდებელი ორგანო განახორციელებს , საპარლამენტო უმცირესობისთვის მისაღები არაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის , ნიკა რურუას თქმით, იმის გამო, რომ უწყება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, სახელმწიფო ისევ განახორციელებს მეთვალყურეობას მოქალაქეებზე.
„სამწუხაროდ, ეს არის თვალის ასახვევად გაკეთებული ინიციატივა, გადადგმული ნაბიჯი არსაით. სინამდვილეში, სახელმწიფო ისევ რჩება მეთვალყურე, უკანონო, ხაზს ვუსვამ, მეთვალყურე და მეთვალთვალე თავისი მოქალაქეების და ეს არის საფირმო ნიშანი არათავისუფალი ქვეყნის, დახურული საზოგადოების,“- ამბობს რურუა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ არ შექმნილა მექანიზმები, რომლებიც შეზღუდავს სახელმწიფოს მიერ თვალთვალის განხორციელებას.
„ამოსავალი საკითხი არის ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს , აღმასრულებელ ხელისუფლებას, უნდა ჰქონდეს მკაფიო ფილტრი, საზოგადოებრივი, კერძოდ, სასამართლოს მეშვეობით , და არ უნდა ჰქონდეს საშუალება, თუნდაც არალეგალურად, მისი გვერდის ავლით. უნდა იყოს მექანიზემბი, რომლებიც ამას ზღუდავს ეფექტურად, დღეს ეს მექანიზმები არ არსებობს,“- განაცხადა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, შემუშავებულია მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც დაეხმარება ორგანოს, კანონის ფარგლებში განახორციელოს თავისი საქმიანობა.
„ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ ორი ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი. ჩვენ კიდევ ერთი გასაღები შემოგვაქვს, ახალი, დამატებით, ეს იქნება უზენაეს სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, როგორ მიმდინარეობს ამ მიზნის საგამოძიებო მოქმედებები,“- ამბობს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, ფარულ მოსმენებს ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს. უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ორგანოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უწყება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


