პოლიტიკა
უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ულტიმატუმი კატეგორიულად მიუღებელია - ოპოზიციური პარტიები
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ულტიმატუმი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია.
,,როგორც ცნობილია რამდენიმე დღის წინ 13 ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა ხელისუფლებას წინადადებით დაწყებულიყო დიალოგი კონსტიტუციური რეფორმის შესახებ წინაპირობების გარეშე.
19 ივლისს უმრავლესობის ლიდერებმა (ბესელია, ვოლსკი, თალაკვაძე) განაცხადეს, რომ შეუძლებელია ამ ეტაპზე დიალოგის შედეგად რაიმე არსებითი ცვლილებების შეტანა პროექტში, საეროდ გამორიცხულია შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე და განხილვის თემა შეიძლება გახდეს მხოლოდ საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული ერთჯერადი ტექნიკური სკითხები.
რეალურად ეს განცხადებები წარმოადგენს ულტიმატუმს ოპოზიციის მიმართ და არანაირად არ შეესაბამება პრემიერ-მინისტრის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებების შინაარსს და ტონალობას.
მოვუწოდებთ მთავრობის ხელმძღვანელს გაემიჯნოს უმრავლესობის წევრების დესტრუქციულ განცხადებებს და მოლაპარაკებები დაიწყოს ყველა პრინციპულ საკითხზე, მ.შ: იმ საკითხებზე რომელზეც თავისი შენიშნები გამოთქვა ვენეციის კომისიამ - ყოველგვარი წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციები ყოველგვარ აზრს კარგავს’’, - ნათქვამია ოპოზოციური პარტიების განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


