პოლიტიკა
უმრავლესობის ერთიანობას არაფერი არ ემუქრება - მაია ცქიტიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.
„არ დაგიდასტურებთ, რომ დაპირისპირებაა უმრავლესობაში. ეს არის უფრო სხვადასხვა სპეკულაციური განცხადებები. მთავრობასა და პარლამენტის მმართველ გუნდს ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ, მმართველ გუნდსა და უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის და ამ ადამიანებს აქვთ თავისი პოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება. შესაბამისად, ეს ის პროცესია, სადაც ჩვენ ყველანი ერთად აზრზე შეიძლება არ ვიყოთ. უმრავლესობის ერთიანობას არაფერი არ ემუქრება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დასახული გეგმის შესასრულებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაცია უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


