პოლიტიკა
უმრავლესობაში ფრაქციები იქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ განაწყენება-გაბუტულობის ნიშნით - რომან გოცირიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციებად იყოფა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ პირადი წყენების გამო.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება ბიუჯეტს ძვირი დაუჯდება.
„ფრაქციას რაიმე ფორმალური პოლიტიკური საფუძველი რომ ჰქონდეს, კიდევ მისაღებია. რაღაც სოციალ-დემოკრატი რომ ერქვას, ან კონსერვატორი, ან მრეწველი, ან რაღაც, ახლა იქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ განაწყენება-გაბუტულობის ნიშნით. გაბუტულ, განაწყენებულ ადამიანთა ჯგუფი რაღაც ფრაქციას ქმნის, რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. ფრაქცია ხარჯიანი დაწესებულებაა, მას აქვს უამრავი ტექნიკური მომსახურება, აპარატი, მივლინებები და ა.შ. ანუ ეს არის გადაყრილი ფული არაფრის გამო“, - უთხრა გოცირიძემ „რუსთავი 2“-ს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის შიგნით 2 ახალი ფრაქცია იქმნება, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე. ამ გადაჯგუფების შედეგად უმრავლესობის რიგებში 8 ფრაქცია ჩამოყალიბდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


