პოლიტიკა
უმრავლესობა ცდილობს შეცვალოს კონსტიტუცია და საკუთარ ტყავზე მოირგოს - რომან გოცირიძე
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობა ცდილობს საპრეზიდენტო ინსტიტუტის შესუსტებას კონსტიტუციის გადაწერის გზით.
„დღეს ამ დარბაზში ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ საქართველოში ხდება ფაქტობრივად, კონსტიტუციური გადატრიალება. თქვენ არ მოგწონთ, რომ პრეზიდენტი იყენებს ვეტოს უფლებას. თურმე რა ჩაუდენია პრეზიდენტს, რომ 6-ჯერ გამოუყენებია თავისი კონსტიტუციური უფლება და თქვენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდეთ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებების გამოყენებას. ქვეყანაში კონსტიტუციის ჭრა-კერვა და მორგება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ქმედების მთავარი მიზანი. ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს. თქვენ გინდათ, რომ შეცვალოთ კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი საკუთარ ტყავზე მოირგოთ“, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში, დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


