პოლიტიკა
უმრავლესობა სადისციპლინო წესებზე მუშაობს
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს წესებზე მუშაობა, რასაც უმრავლესობის ფარგლებში განიხილავენ და რის საფუძველზეც გაგრძელდება მუშობა საპარლამენტო უმრავლესობაში.
„გაიწერება წესები, რომელიც უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომლებსაც წესით დაწერა არც სჭირდებათ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს წესები არაერთხელ დაირღვა. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დაწერო", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძისვე თქმით, არსებობს რესურსები იმ დეპუტატებთან სათანამშრომლოდ, ვინც შეცდომები დაუშვა.
"რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა შეცდომა. ამ შეცდომებზე საუბარი მნიშვნელოვანია. საჭიროა ყველაფრის შეფასება. არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის მათთან ვინც დაუშვა შეცდომები, იმისთვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს",- განაცხადა კობახიძემ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


