პოლიტიკა
უმრავლესობა ქმნის დიალოგის ილუზიას - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ ილუზიას ქმნის, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გოცირიძის თქმით, უმრავლესობა დროს წელავს, რათა შეათანხმოს რეზოლუცია ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.
„სინამდვილეში ხდება ის, რომ სანქციებთან დაკავშირებული საკითხი შესათანხმებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ანუ თუკი დავაზუსტებთ, ჯერ ბიძინა ივანიშვილთან არ არის შეთანხმებული. ამიტომ სჭირდებათ დროის გაწელვა და ქმნიან დიალოგის ილუზიას. პარლამენტის რეზოლუციაში ელემენტარული რამ უნდა ჩაიწეროს, რომ შედგება სია, სადაც იმ ადამიანების შეყვანა მოხდება, რომლებმაც არაადამიანური ქმედება ჩაიდინეს და ხალხი დახოცეს, ასევე სიაში უნდა შევიდნენ ის პირები, ვინც ყოველივე ამას შეუწყეს ხელი. რა სირთულეა ამის გაკეთებაში?!“ – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა.
პარლამენტში ორი რეზოლუციაა წარდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის. უმრავლესობა ითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ხოლო უმცირესობა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენას, ხოლო იქ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესებას. ორივე მხარე რეზოლუციის ერთიან ვერსიაზე მართავენ კონსულტაციას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


