პოლიტიკა
უმრავლესობა პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს იბარებს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს
ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს იბარებს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს.
შესაბამისი განცხადება ფრაქციის მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსმენა ხვალ, ქუთაისში უნდა შედგეს.
„ვფიქრობ, სია შემოვიდა ისე, რომ არ ყოფილა არანაირი მსჯელობა იუსტიციის საბჭოში. პროცესი ფორსირებულია, ამ ადამიანების ბიოგრაფიები არ არის, ამიტომ ვფიქრობ და ჩვენმა ფრაქციამ გადაწყვიტა შევხვდეთ, ხვალ, 14:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც არ მისცეს ამ კანდიდატებს ხმა. მათ ვთხოვთ ჩამოვიდნენ ქუთაისში, პარლამენტში და გაგვაცნონ რა პროცესი იყო, როგორ მოხდა ამ ადამიანების შერჩევა, იყო თუ არა ჩატარებული წინასწარი საორგანიზაციო საკითხები და მათგან მოვისმინოთ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


