პოლიტიკა
უმრავლესობა მზადაა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე- გიორგი ახვლედიანი
პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, უმრავლესობა მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას, თუ გადაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ერგება.
ამჟამინდელი სისტემით მანდატები პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის ნაწილდება.
„ისინი [უმრავლესობა] მზად იქნებიან, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაუჭირონ მხარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, რომელიც დღეს ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე ნაწილდება, მიეკუთვნება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას“, - განაცხადა ახვლედიანმა.
უმრავლესობის ინიციატივას არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი.
„48% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე, და აიღო მანდატების 78%. თუ ეს სისტემა იმუშავებს, გამოვა, რომ 48%-ის შემთხვევაში ისინი მიიღებენ 73%-ს. ასე რომ, განსხვავება არის, რა თქმა უნდა, როგორც ბატონმა ირაკლიმ [კობახიძემ] თქვა, მაგრამ არა ისეთი, რომ როგორც პოლიტიკური შეთანახმება და კონსესუსი განვიხილოთ“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებული სხდომა, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სავარაუდო გაუქმების გარდა მსჯელობენ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასა და პარლამენტის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლის შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


