პოლიტიკა
უმრავლესობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს - არჩილ თალაკვაძე
მმართველი გუნდის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატების შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს.
„უმრავლესობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს. რაც შეეხება იმ პროექტებსა და იმ საკითხებს, რაზეც გუნდში შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს, ეს საკითხები უმრავლესობაში შიდა კონსულტაციების და ფრაქციებს შორის კონსულტაციების გზით წყდება“, - უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძის განცხადებებს, თალაკვაძემ თქვა, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა შიდა კონსულტაციების გზით წყდება.
„ჩვენ უმრავლესობისა და ფრაქციების სხდომებს მუდმივად ვატარებთ. საზოგადოებამ კარგად იცის, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე უმრავლესობის შიგნით რა მსჯელობა და პროცესები მიდის. ეს ნორმალური პროცესი და დემოკრატიის ნაწილია.
უმრავლესობა საკუთარ ამოცანებს საკმაოდ წარმატებით ასრულებს. ამაზე საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულება მიუთითებს, სადაც უმრავლესობაში სრული კონსოლიდაცია იყო.
ჩვენ ასევე ყველა სტრატეგიულ საკითხზე ერთიანი პოზიციით გამოვედით. რაც შეეხება გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას, ეს შიდა კონსულტაციების გზით გადაწყდება და ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გედევან ფოფხაძემ პირველ არხს განუცხადა, თავდაპირველად უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა გუნდმა პოზიცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


