სამართალი
უკვე შეგვიძლია, ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ - ირაკლი ლექვინაძე
უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანონიერ ძალაში შევიდა და ამოქმედდა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აღნიშნული ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ჰქონდა.
„ჩვენი ანალიზის მიხედვით ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად რჩება გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. სწორედ აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხრიდან გაჩნდა ინიციატივა, რომ ბიზნესის ინტერესების გასაძლიერებლად და ამ მიმართულებით სასამართლოს ეფექტიანობის გასაზრდელად გაფართოებულიყო ბიზნესომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის ფუნქცია. კანონში შესული ცვლილებით ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე აქვს შესაძლებლობა, საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავაში ბიზნესის პოზიციების გასაძლიერებლად გააგზავნოს დასკვნა ან საჭიროების შემთხვევაში მიავლინოს იურისტი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


