პოლიტიკა
უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს არ შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში“, - დაწერა კვირიკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


