სამართალი
„უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე „- გიორგი გაბუნია დაკითხვაზე იმყოფებოდა
„რუსთავი 2"-ის წამყვანი გიორგი გაბუნია სამართლდამცველებმა სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარეს.
მუქარის შემცველი წერილები სოცილურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ვინ არიან ეს ადამინები, ან ყავს თუ არა გამოძიებას ისინი იდენტიფიცირებული, ჯერჯერობით უცნობია.
„უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს ძალიან მძიმეა. მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით“- ამბობს გიორგი გაბუნია.
გაბუნიას თქმით, მუქარის შემცველი წერილები მას პირადად არ მისვლია, შეიძლება იმის გამოც, რომ , როგორც თვითონ ამბობს, სოციალურ ქსელში ეს ფუნქცია დაბლოკილი აქვს.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა მარშმა" 19 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ 17 მარტს ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებდნენ.
შსს-მ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ფაქტის გამო „ქართული მარშის“ 5 წევრი: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დააკავა, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.
20 მარტს შსს-მ ინციდენტის გამო „ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილიც დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ჯერჯერობით ხუთი დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა არ იგეგმება, თუმცა არ არის გამორიხული,რომ ეს საგამოძიებო ღინისძიება დღის ბოლომდე ჩატარდეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათი განცხადებით, რუსთავი 2-ის ჟურნალიტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ორი მუხლით მიმდინარეობს, ეს არის ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზინება დ არ არის გამორიცხული დაკავებულ ხუთ პირს ბრალი ამ მუხლებითაც დაუმძიმდეთ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


