სამართალი
უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გაათავისუფლა
უკრაინის სააპელაციო სასამართლომ, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
თავდაპირველად, გუშინდელ სხდომაზე, რომელიც დღის საათებში გაიამრთა, სააპელაციო სასამართლომ ცერცვაძე კვლავ დატოვა წინასწარ პატიმრობაში.
ვიცე-პოლკოვნიკის საქმის განხილვა არც მომხდარა, რადგან სასამართლოს თქმით, პირველი ისნტანციის სასამართლომ საქმესთან დაკავშირებული მასალების გადმოგზავნა დააგვიანა. მომდევნო პროცესი კი, 3 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
თუმცა მოგვიანებით, სააპელციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ შეცვალა, და ვიცე-პოლკოვნიკი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მიუხედავად ამისა, ცერცვაძეს უკრაინაში გარკვეული პროცედურების გამო, 40 დღის განამავლობაში მოუწევს ყოფნა.
როგორც ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ განაცხადა, გია ცერცვაძის გათავისუფლების პარალელურად, მეორე ეტაპია გასავლელი, რომ ის რუსეთს არ გადასცენ.
„ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა, რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე კი, საუბარი იქნება საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, - განაცხადა მარია პროკონოვამ.
გია ცერცვაძეს ლუკიანოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეკრებილი თანამებრძოლები ოვაციით შეხვდნენ. მან შეკრებულებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით ვიცე -პოლკოვნიკი უკრაინაში საქართველოს ელჩს, მიხეილ უკლებას შეხვდა.
დღეს კი, გია ცერცვაძე, უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


