სამართალი
უკრაინის პოლიციამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე დააკავა
უკრაინის პოლიციამ კიევის ოლქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე, ზედმეტსახელად „რამაზ ბაღდატსკი“ დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ კიევის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 45 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კიევში 2011 წელს ჩავიდა. რამაზ ციკორიძე საქართველოსა და უკრაინაში არაერთხელაა ნასამართლევი. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის სამართლამდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს, რის შემდეგაც ის ქვეყანაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა.
ვინაიდან ციკორიძეს მოქალაქეობა არ გააჩნია, ის უცხოელების დროებითი მიღების ჩერნიგოვის პუნქტში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, რამაზ ციკორიძის უკრაინიდან გაძევების საკითხი მისი პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ გადაწყდება.
რამაზ ციკორიძეს სხვადასხვა დროს ბრალი ედებოდა ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა ბინების ძარცვასა და მანქანების გატაცებასთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებების კონტროლი, ქურდობა, დოკუმენტების გაყალბება თუ ნარკოტიკების უკანონო შენახვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


