პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი კიევში გაემგზავრა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, კერძოდ, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი კიევში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ 8 ნოემბერს ჯგუფის წევრები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას მოინახულებენ, 9-10 ნოემბერს კი გაიმართება შეხვედრები უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან, ანდრი პარუბისთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან და მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელებთან, უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან, აგრეთვე უკრაინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრმა და მეგობრობის ჯგუფის ვიცესპიკერმა სერგი კაპანაძემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას.
„მთავარი ამ შეხვედრებში იქნება ის, რომ ჩვენ გავემგზავრებით დონეცკის რაიონში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას მოვინახულებთ, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობების ხაზგასმა, როგორც სიტყვებით, ისე ქმედებებით“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ვიცესპიკერმა.
კაპანაძის გარდა დელეგაციაში ასევე შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, პარლამენტარები კახა კუჭავა, დავით მათიკაშვილი, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული და გოგი მეშველიანი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


