პოლიტიკა
უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი - ირაკლი კობახიძე
უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, ანუ, ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა იგივე, რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ უკრაინის ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი.
„უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ომის დაწყებიდან მეორე ან მესამე დღეს გვთხოვა შეხვედრა მე და შალვა პაპუაშვილს. იქ დაგვიწყო საუბარი ამ ომის თემაზე სიტყვებით, „რა გინდათ“. ეს იყო პირველი სიტყვები, გამარჯობის გარეშე. ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, ანუ, ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა იგივე, რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ უკრაინის ხელისუფლება, უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი. ამაზე მე ვუპასუხე, რომ სხვანაირად ვფიქრობდი. ნაწილობრივ დამეთანხმა. ვუთხარი, რომ შეიძლება აღქმაში იყოს კონკრეტული ხელისუფლება გმირი, მაგრამ ფაქტი შეიძლება სხვა იყოს. მიპასუხა, რომ თანამედროვე პოლიტიკაში აღქმებია მთავარიო. ვუთხარი, რომ იმ ათასი უკრაინელისთვის, რომელიც დაიღუპა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მთავარი ფაქტია და არა აღქმები-მეთქი. რეალურადაც ასეა. მთავარია ყოველთვის ფაქტები და არა აღქმები, რაც დადასტურდა სრულიად ცხადად ყველასთვის. შემდეგ იყო პირდაპირი უხეში მოწოდებები, სანქციები. როდესაც დავინახეთ, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს, ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა. რაღაც მომენტიდან არავითარი კომუნიკაცია აღარ არსებობდა, ყველანაირი ზღვარი გადაიკვეთა, მათ შორის, ადეკვატურობის ზღვარი, შესაბამისად, შეწყდა მასთან კომუნიკაცია. ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი, თუმცა ამაში მას ხელს უწყობდა ისიც, რომ თვითონაც უჭირდა ადეკვატურად რაღაცების აღქმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


