პოლიტიკა
უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება - ირაკლი კობახიძე
უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებისგან პირდაპირ ღია განცხადებები ისმოდა, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი.
„ყველას გვახსოვს პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშიშროების სამჭოს მდივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ა.შ. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას. როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფროონტი, გახსოვთ, რა მოაყოლეს ამ ყველაფერს.
ასევე მინდა შეგახსენოთ, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


