პოლიტიკა
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ვიფიქრებთ, ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია- მეუფე პეტრე
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე იმსჯელეს.
„ვიმსჯელეთ და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, რომ ამ თემაზე ვიფიქრებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია“, - განუცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, მხარს დაუჭერს, თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს საქართველო, პეტრე ცაავას უპასუხა, რომ ეს სკითხი ასე არ დგას.
„საკითხი ჯერ ასე არ დგას. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს. უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას, 49-მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ცნობისთვის, უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მსოფლიო საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


