პოლიტიკა
უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდონ - სოზარ სუბარი
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს იმიტომ ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, რომ მან უკრაინელ დეპუტატებს გარკვეული სახის ინფორმაცია დაუმალა.
სუბარის თქმით, ექსტრადირების შემთხვევაში სააკაშვილის მიმართ რამე ტიპის გამონაკლისს არ დაუშვებენ
„რაც წავიკითხე საჯარო სივრცეში, განცხადებებში უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან იყო შემდეგი - მათ რაღაც ეტაპზე აღმოაჩინეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მათ თავის დროზე დაუმალა გარკვეული ინფორმაცია, მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და შესაბამისად, მათ მიიღეს კანონისმიერი გადაწყვეტილება.
უკრაინის კანონმდებლობას ნამდვილად არ ვიცნობ, არ ვიცი, რა პროცედურები იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ისინი იმოქმედებენ თავიანთი კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ექსტრადიციას, ამაზე არსებობს ჩვეულებრივი პროცედურები. ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც სხვა რომელიმე ძებნილი ვერ იქნება განსხვავებული. ეს პროცედურები ყველას მიმართ იქნება თანაბარი“, - განაცხადა სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, უკრაინაში დაინახეს, რომ სააკაშვილისგან სარგებელს არ უნდა ელოდონ.
„სხვა ქვეყნის მოქალაქეობა კანონდარღვევით მიიღო, თუ - არა, ეს იმ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ფარგლებში გასარჩევია, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანონისმიერი ვალდებულება, რომ მას მოქალაქეობა შეწყვეტოდა. ძალიან უცნაურია, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის სხვა ქვეყანაში, ითხოვს მოქალაქეობას, იღებს მოქალაქეობას, მაგრამ, როგორც იყო ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოში აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსი, იგივე დაინახა ჩვენმა მეგობარმა ხალხმა, რომ მისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდონ“, - განაცხადა სუბარმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აღუდგენენ თუ არა ავტომატურად სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, სუბარმა უარყოფითად უპასუხა.
„ამ შემთხვევაში ის იქნება მოქალაქეობის არმქონე პირი, ვიდრე ის არ მიიღებს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობას - ეს იქნება უკრაინა, საქართველო, თუ სხვა რომელიმე“, - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


