სამართალი
უკრაინელ კოლეგებს განემარტა გია ცერცვაძის რუსული მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე- პროკურატურის განცხადება
საქართველოს მთავარი პროკურატურა, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის უკრაინის ტერიტორიაზე დაკვებასთან დაკავშრბეით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უკრაინელ კოლეგებს გია ცერცვაძის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა, ასევე განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწნლობის შესახებ.
უკრაინულ მხარეს ასევე განემარტა, რომ გიორგი ცერცვაძის რუსეთის მხარისთვის გადაცემით, ვიცე-პოლკოვნიკის ძირითადი უფლებები დაირღვევა.
მედიანიუსი უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ საქართველოს პროკურატურის ინიციატივით საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები.
საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


