მსოფლიო
უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ოჯახებმა რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლეს
4 წლის წინ დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 55 ადამიანის ნათესავები რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
დაღუპულთა ოჯახების მტკიცებით, რუსეთმა თვითმფრინავი ჩამოაგდო და შემდგომში კატასტროფის გამოძიების პროცესს ხელი შეუშალა.
მოსარჩელეთა ადვოკატის განმარტებით, დაღუპულთა ნათესავების აზრით, რუსეთმა საგამოძიებო ჯგუფს არ გადასცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, ხოლო რუსულმა მხარემ ის ფაქტები წარადგინა, რომლებიც არ დადასტურდა. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, ითხოვენ თუ არა მოსარჩელეები კომპენსაციას რუსეთისგან.
ადვოკატის შეფასებით, თუკი სტრასბურგის სასამართლო სარჩელს მიიღებს, მისი განხილვა 5-7 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
2018 წლის 24 მაისს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ჰოლანდიის ხელმძღვანელობით 5 ქვეყანას აერთიანებს, მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგი-777 რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადის მიერ კუთვნილი „БУК“-ის დანადგარის რაკეტით ჩამოაგდეს.
მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შედეგად ლაინერში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოინგი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


