პოლიტიკა
უკრაინაში განწყობილნი არიან, რომ საქართველოს არ ჩამორჩნენ ვიზალიბერალიზაციის კუთხით - გიორგი მოსიძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი მოსიძემ კიევში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მოსიძის თქმით, უკრაინელები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე მათ ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში.
„მე ვახლდი პრემიერ-მინისტრს კიევში ვიზიტზე და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მთელი უკრაინა არის განწყობილი, რომ არ ჩამოგვრჩეს და მათაც დიდი იმედი აქვთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე შემოგვიერთდებიან და სადღაც ზაფხულიდან ან წლის ბოლომდე მათაც ექნებათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საშუალება“, - განაცხადა მოსიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მოსიძემ ასევე ის მიზეზები დაასახელა, თუ რატომ მიიღო საქართველომ უკრაინაზე ადრე ვიზალიბერალიზაცია.
„ჩვენ გარკვეულწილად დავასწარით უკრაინას. ამით ხაზგასმა მოხდა ევროკავშირის მხრიდან, რომ რეფორმებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებითა და სხვა პროცესებით, რომლებშიც ვართ ჩართულნი, ჩვენ უკრაინას ცოტათი ვუსწრებთ, ანუ წინ ვართ. შესაბამისად, ჩვენ უფრო ადრე მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თუმცა უკრაინაც ყველანაირად ეცდება, რომ როგორც უფრო დიდი და ტლანქი ქვეყანა, იქ რეფორმების გატარებაც უფრო რთულია, შეეცდება, რომ მალე შემოგვიერთდეს“, - განაცხადა მოსიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


