პოლიტიკა
უკრაინაში დავბრუნდები, ვინაიდან ხალხის მობილიზაციას ექნება ადგილი - მიხეილ სააკაშვილი
ეს იყო ჩვეულებრივი დანის დარტყმა ზურგში და პოროშენკოს მხრიდან ლაჩრული აქტი, - ასე აფასებს ბიბისი-სთან საუბარში ოდესის ადმინისტრაციული ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილიუკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევას.
სააკაშვილი პოროშენკოს ნაბიჯის მიზეზად მის ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ასახელებს და ამბობს, რომ ეს არის ,,ბინძური კავშირი ორ ოლიგარხს შორის.“
მისივე თქმით, ის აქტიურად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და მონაწიელობს საერთაშორისო ფორუმებში. როგორც სააკაშვილი ამბობს, ქართული მართლმსაჯულების მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საერთაშორისო საზოგადოებაში არ აღიარებენ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
„უკრაინაში დავბრუნდები, ვინაიდან ხალხის მობილიზაციას ექნება ადგილი. როდესაც სრული მობილიზაცია მოხდება, რა თქმა უნდა, მე გვერდზე არ დავდგები, არ დავჯდები და არ ვუყურებ გვერდიდან ამ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის ორგანული ნაწილი ვიქნები, რომლის ინიცირებაც მე მოვახდინე. ბრძოლის ზრდასთან ერთად პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, მე, რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩავალ და ამ ბრძოლის აქტიური მონაწილე გავხდები“, - განუცხადა სააკაშვილმა BBC-ის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


