პოლიტიკა
უკრაინაში დაბრუნებამდე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჩავალ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩავა. ამის შესახებ მან არხ NewsOne-თან ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება ბრიუსელში ჩავიდეს ევროპარლამენტარებთან შესახვედრად.
მან ასევე დააანონსა უკრაინის საზღვართან მისვლის საათი - სააკაშვილის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცთან“ დღის 12 საათზე ჩავა.
„ახლა ვარშავაში ვიმყოფები. ვემზადები უკრაინაში დასაბრუნებლად. უახლოეს დღეებში ევროპის ქვეყნებში გავემგზავრები. მივფრინავ კოპენჰაგენში „ევროპის ეროვნული პარტიის“ პრეზიდიუმის სხდომაზე დასასწრებად. იქ სხვადასხვა ევროპელ პოლიტიკოსს შევხდები. არ გამოვრიცხავ, რომ ბრიუსელშიც გავემგზავრები ევროპარლამენტარებთან შესახვედრად. შემდგომ კი, 10 სექტემბერს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცში“ , დღის 12 საათზე ჩავალ, რათა გადავკვეთო უკრაინის საზღვარი“, - თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება მის მხარდამჭერებს ემუქრება, რათა ისინი არ შეხვდნენ ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია. მან მიმართა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, მისცეს საშუალება, მშვიდად დაბრუნდეს უკრაინაში და გააგრძელოს თავისი პოლიტიკური საქმიანობა.
„ერთადერთი, რაც მინდა, მივმართო პრეზიდენტს და ვთხოვო, არ გააგრძელოს უკანონობა. მომეცით საშუალება, მშვიდად დავბრუნდე უკრაინაში, დავბრუნდე სახლში, იქ ჩემი მეგობრები არიან და მყავს ჩემი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ვხელმძღვანელობ. მომეცით საშუალება, მივიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - მოუწოდა სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის მიზეზად დასახელდა უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად შევსებულ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


