პოლიტიკა
უკრაინასა და საქართველოს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინა და საქართველო მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შესაბამისი განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინაში საქართველოს ელჩთან გელა დუმბაძესთან შეხვედრაზე გააკეთა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების უწყებათშორისი ეფექტიანი თანამშრომლობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი, საპოლიციო დონეზე.
„ჩვენმა მეგობარმა ერებმა სირთულეები ერთად უნდა გადალახონ. უკრაინისა და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ეფექტური მუშაობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ უდავოდ დადებითად იქნება აღნიშნული“, – განაცხადა ავაკოვმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება მართვის მოწმობების აღიარებასთან ერთად არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაცია.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა თქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კარგი პარტნიორული ურთიერთობების მტკიცებულებაა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


