სამართალი
უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე შსს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა უკრაინა– პოლონეთის საზღვარზე, კერძოდ, ქალაქ ივანო–ფრანკოვსკში დააკავეს.
ინტერპოლის მიერ ძებნილი ქარდავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
როგორც მედიას ივანო – ფრანკოვსკის პოლიციის უფროსმა იგორ სავიუკმა განუცხადა, მას ქარდავას დაკავების დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან იგი უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
„მე არ შემიძლია დეტალურად გითხრათ რა მოხდა, რადგან მეგის ქარდავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ჩვენს პოლიციას დაკავებაში მომაწილეობა არ მიუღია. ჩემი ინფორმაციით, ქარდავა უკვე გადაიყვანეს კიევში და ახლა იქ იმყოფება. დამატებით უკვე უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გითხრათ“, – აღნიშნა იგორ სავიუკმა.
საქართველოში ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
მათ შორის, ე.წ კასრების საქმეზე, რომლისთვის მას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გარდა ამისა, მეგის ქარდავა არის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, ერთ–ერთი ფიგურანტია.
ასევე, მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


