პოლიტიკა
უკრაინამ რუსეთს გია ცერცვაძის გადაცემაზე უარი უთხრა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის გადაცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება იტყობინება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი წერილი ცერცვაძის ადვოკატმა მედიას წარუდგინა.
ადვოკატ კსენია პროკონოვას თქმით, ჩვეულებრივ, ამგვარ ვითარებაში, უკრაინა თანხმდებოდა ხოლმე ექსტრადიციას.
მისი თქმით, „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, არ გადავეცით სახელმწიფოს, რომელთანაც ომი გვაქვს, მეომარი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. და მეორე: მას შეეძლება კანონიერად დარჩეს უკრაინაში, იცხოვროს, იმუშაოს და გააგრძელოს ის, რისთვისაც ჩამოვიდა“.
ადვოკატის თქმით, გია ცერცვაძე უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განცხადების შეტანას აპირებს.
ასევე, სურს საბრძოლო მოქმედებათა ზონაში დაბრუნება და უკრაინის დასაცავად ბრძოლა.
გია ცერცვაძე კიევის აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს, თუმცა დროებითი პატიმრობიდან 27 იანვარს გაათავისუფლეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


