უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2025 17:40
font-size

უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციამ 17 წლის წინ „უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით“.

„17 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა. ეს თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო, რომელმაც მკაფიო სიგნალი გაგზავნა საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლისა და რეგიონში სტაბილურობის შელახვის სურვილის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება იყო.

დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. აგრესორი ქვეყანა არა მხოლოდ ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას ოკუპაციის ზონაში, არამედ აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი