პოლიტიკა
უკრაინა თუ ვერ დაიცავი, ამ ქვეყანაზე მაინც იზრუნე, რომ აქ არ განმეორდეს იგივე, აქ რომ ცდილობ ხელოვნური პრობლემების შექმნას, სანქციების დაწესებას, ეს რა ლოგიკაში ჯდება საერთოდ, აქ ხომ ჩანს, რომ არავითარი წესებზე დაფუძნებული წესრიგი აღარ არსებობს და მოშლილია ყველაფერი - ირაკლი კობახიძე
ჩვენ უნდა ვუსურვოთ ევროპას და ამერიკას დიფ სთეითის დამარცხება თუ არა, დასუსტება მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ის მდგომარეობა, რაც არის დღეს, როდესაც მოშლილია წესებზე დაფუძნებული წესრიგი და საბოლოო ჯამში ყველაფერი იმართება არა კონკრეტული ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ ყველაფერი იმართება არაფორმალური მმართველობის წესით, რაც ტრაგიკულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკრაინა გაიწირა და ამაზე პასუხისმგებლობას დღეს არავინ აცნობიერებს.
„არავითარ პასუხისმგებლობას არავინ აცნობიერებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა გაიწირა, ჩვენი მეგობარი, ტრადიციული ლამაზი ქვეყანა არაჩვეულებრივი ხალხით, აბსოლუტურად გაიწირა. ტრაგიკული მდგომარეობაა უკრაინაში, ტერიტორიების 2,5-ჯერ მეტი არის დღეს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ქვეყნიდან არის გასული, 19-24 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 70% და შეიძლება უკვე მეტიც ან დაიღუპა, ან ქვეყნიდან არის გასული, გენოფონდი გაუნადგურეს, ინფრასტრუქტურა განადგურებული, ეკონომიკა განადგურებული, არის უბედურ მდგომარეობაში ეს ქვეყანა. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? არის ევროპა, ამერიკა და თავი მოაქვთ, რომ არის ძლევამოსილი ძალა და ამ ძლევამოსილ ძალას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ერთი ევროპული ქვეყანა დაიცვას. თუ ვიღაცას მოუნდება, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაზეა საუბარი, ეს ქვეყანა შეიძლება გაიწიროს. ეს ხომ ტრაგიკული მოვლენაა. თუ არ შეეძლოთ დაცვა, ეს ხომ ტრაგედიაა და ამაზე უარესი ტრაგიკული მოვლენაა, თუ შეეძლოთ დაცვა და მაინც გაიწირა უკრაინა. სად არის აქ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. კარგი, ერთი ქვეყანა დავუშვათ ვერ დაიცავი, განა არ დაიცავი, ვერ დაიცავი, ამ ქვეყანაზე მაინც იზრუნე, რომ აქ არ განმეორდეს იგივე. აქ რომ ცდილობ ხელოვნური პრობლემების შექმნას, სანქციების დაწესებას, ხალხისთვის სხვა პრობლემების შექმნას, ეს რა ლოგიკაში ჯდება საერთოდ. აქ ხომ ჩანს, რომ არავითარი წესებზე დაფუძნებული წესრიგი აღარ არსებობს და მოშლილია ეს ყველაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვუსურვოთ ევროპას და ამერიკას დიფ სთეითის დამარცხება თუ არა, დასუსტება მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ის მდგომარეობა, რაც არის დღეს, როდესაც მოშლილია წესებზე დაფუძნებული წესრიგი და საბოლოო ჯამში ყველაფერი იმართება არა კონკრეტული ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ ყველაფერი იმართება არაფორმალური მმართველობის წესით, რაც ტრაგიკულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


