პოლიტიკა
უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად - გიორგი კვირიკაშვილი
მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა, რაც გამოიხატა როგორც არაერთი მაღალი დონის ვიზიტითა და ღონისძიებით, ისე სექტორულ და საპარლამენტო დონეებზე აქტიური ურთიერთმოქმედებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის მთავრობის წევრებთან გაფართოებული შეხვედრისას.
საქართველოს მთავრობის მეთაურის გაცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
აქვე, მსურს, მივესალმო უკრაინის მრავალრიცხოვან დელეგაციას, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში, - გაბაცხადა
განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გარდა მჭიდრო, მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი.
მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა, რაც გამოიხატა როგორც არაერთი მაღალი დონის ვიზიტითა და ღონისძიებით, ისე სექტორულ და საპარლამენტო დონეებზე აქტიური ურთიერთმოქმედებით. აქვე, მსურს, გავიხსენო საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირველი, მეტად წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ნაყოფიერი პოლიტიკური ურთიერთობებისა, აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
,,უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


