სამართალი
უკრაიინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დაკავებული მეგის ქარდავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მედიანიუსი უწყების განცხაედბას უცვლელად გთავაზობთ.
„უკრაინის უსართხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების ქვეყანაში მოხვედრის აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,138 და 144 მუხლებით, ძალადობისთვის 2012 წლიდან ძებნაში იმყოფება.
ინტერპოლის მონაცემით, 2002 წლიდან ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. სამინისტროს დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ის პატიმრების მიმართ წამების, ფიზიკური და სექსუალურ ხასიათის დანაშაულს ჩადიოდა.
დაკავებულს უკრაინის მოქალაქის ორი ყალბი პასპორტი, ასევე ლატვიისა და ბელიზის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩნდა, სადაც სხვადსხვა გვარია შეყვანილი, თუმცა მისი ფოტოსურათით. გარდა ამისა, მას მეზღვაურის ყალბი მოწმობა აღმოაჩნდა, რომელსაც ის უკრაინისა და სხვა ქვეყნების საზღვრების გადაკვეთისას იყენებდა.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, გარდა ამისა, სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურაა დაწყებული“,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


