პოლიტიკა
უკეთესი იქნება, თუ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტს მომდევნო არჩევნებიდან აირჩევენ - ჯანი ბუკიკიო
უკეთესი იქნება, თუ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტს მომდევნო არჩევნებიდან აირჩევენ, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, ამიტომ ეს მოსაზრება გავითვალისწინეთ და მივიჩნევთ, რომ ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ეს ცვლილებები ახლავე არ განხორციელებულიყო.
საქართველოს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. მალე იქნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. უკეთესი იქნება, თუ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტს მომდევნო არჩევნებიდან აირჩევენ და არა ახლა“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს, ბუკიკიო ამ საკითხზე ამბობს, რომ თავად ასე არ ფიქრობს.
„არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა ევროპის ყველა თუ არა, ბევრ ქვეყანაში ხდება, სადაც საპარლამენტო სისტემაა“, - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, ბუკიკიო ამბობს, რომ ამ ტიპის ორგანოებზე კონსტიტუციაში ჩანაწერი არ არის.
„ეს არის საზოგადოების არჩევანი და მათ უნდა გადაწყვიტონ, ჰქონდეთ თუ არა ეს ორგანო. ვინ შევა უშიშროების საბჭოში ან ვინ უხელმძღვანელებს მას“, - ამბობს ჯანი ბუკიკიო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


