პოლიტიკა
უკან დასახევი არაფერი არ მჭირს - გედევან ფოფხაძე
დეპუტატი გედევან ფოფხაძის თქმით, სიტუაციაში გასარკვევად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა შეხვედრის გამართვა უმრავლესობასთან.
„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. უმრავლესობაზე, არა მგონია, რომ პირობებით უნდა დავიწყოთ საუბარი. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, მე არ ჩავთვალე საჭიროდ, დამეტოვებინა უმრავლესობა, 76-ე მანდატი იყო ჩემი მანდატი და მაშინ უმრავლესობა შენარჩუნდა. არა მგონია, რომ წინასწარი პირობები უნდა დავაყენოთ, მგონია, რომ ახლა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავილაპარაკოთ. და ვნახოთ, ვინაა მტყუანი, ვინაა მართალი. უკან დასახევი არაფერი არ მჭირს“, -განუცხადა ფოფხაძემ რუსთავი 2-ს.
არხის ინფორმაციით, ფოფხაძემ ქვეყანა დატოვა და ბაქოში გაემგზავრა. რაც შეეხება უმრავლესობიდან წასვლას, დეპუტატმა განაცხადა, რომ ჯერ არ დაუტოვებია და შესაბამისი პროცედურები არ დაუწყია.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გედევან ფოფხაძემ პირველ არხს განუცხადა, თავდაპირველად უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა გუნდმა პოზიცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა.
პარლამენტის თავმჯდომარე , ირაკლი კობახიძე ფოფხაძის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კი ფოფხაძეს გუნდში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


