სამართალი
უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარს ეკუთვნის, ვიდრე მე - ვანო ჯავახიშვილი
იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი გუშინ დიღმის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს.
როგორც ჯავახიშვილმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვაზე მას მარტივი კითხვები დაუსვეს მუქარასთან დაკავშირებით.
"გამომძიებლებს ჰქონდათ ძალიან მარტივი კითხვები, მუქარასთან დაკავშირებით თუ ყოფილა ოდესმე ზარები. მსგავსი ფაქტები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. მსუბუქად ჩაიარა დაკითხვამ, ძალიან ზრდილობიანად გვესაუბრნენ. ალბათ ცოტა ხანში ემზარ კვიციანის დაკითხვაც იგეგმება. უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარს ეკუთვნის, ვიდრე მე.
მე გამოძიების იმედი ყოველთვის მაქვს, შეიძლება მთელი ცხოვრება მქონდეს გამოძიების იმედი. გამოძიება არ არის დაწყებული. ეს არის ზედაპირული გამოკითხვა ამ თემებთან დაკავშირებით. გამოძიება დაიწყება თუ არა, ეს უკვე სამართალდამცველების გადასაწყვეტია", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
თავსი მხრივ, როგორც ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, გამომძიებლებს აინტერესებდათ, ხომ არ განხორციელებულა რაიმე სახის კონტაქტი ვანო ჯავახიშვილთან, ხომ არ განხორციელებულა მასზე მუქარა, გარდა პოსტისა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
"გამომძიებლებს აინტერესებდათ, ხომ არ განხორციელებულა რაიმე სახის კონტაქტი ვანო ჯავახიშვილთან, ხომ არ განხორციელებულა მასზე მუქარა, გარდა პოსტისა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. აღნიშნულზე მიიღეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, რეალურად გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. ეს გამოჩნდება ალბათ მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანი იქნება გამოძახებული ან მას გაესაუბრებიან პოლიციის თანამშრომლები და გადაამოწმებენ, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა ის, როდესაც ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობას ახსენებდა", - განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


