პოლიტიკა
უფასო ფაკულტეტებზე შესასვლელი ბარიერი უფრო მაღალი უნდა იყოს - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, უფასო ფაკულტეტების სიაში ცვლილებები არ შესულა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ უფასო ფაკულტეტები დაბალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების„მისადგომად“ იქცა, უნდა აიწიოს იქ შესასვლელი ბარიერი.
„უკვე დავამტკიცე სია და ამ დღეებში გამოქვეყნდება. შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად, ცვლილებები არ არის. მე მინდა მეტი უფასო ფაკულტეტი იყოს, ოღონდ შესასვლელი ბარიერი უფრო მაღალი იყოს, რადგან, სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ გახდა მისადგომი, არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების. ჩვენ გვინდა, უფასო სწავლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა კარგი მოსწავლისთვის. მომავალ წელს, იმედი მაქვს, უფასო ფაკულტეტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა შესასვლელი მოთხოვნა, ქულები რომლებიც დასჭირდებათ, ფასიან ფაკულტეტებზე უფრო მაღალი იქნება”, - უპასუხა ჯეჯელავამ ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას.
რაც შეეხება ორშაბათს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიდის, გეგმურად. რა თქმა უნდა, არიან დაგვიანებულებიც, ვინც ვერ მოხვდა გამოცდაზე, სტრესის გამო და სიცხის გამო, ტექნიკური ხარვეზებიც არის, თუმცა, ჩვეულებრივი ვითარებაა, როგორც მიმდინარეობს ხოლმე. შარშან პირველად შემოვიდა საკითხები კომპიუტერებზე და ძალიან დიდი სიახლე იყო ეს, უკმაყოფილებაც მოჰყვა. წელს შედარებით ნაკლებია ამაზე საუბარი, რადგან შეეჩვია ხალხი. მომავალ წლებშიც, ვფქირობთ, ეს პროცესი თანდათან უფრო დაიხვეწება”, - განაცხადა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


