საზოგადოება
უფალთან არავის გასვლია სიტყვის ჭახრაკობა - როსტომ ჩხეიძე
„სიცრუითაა გაჟღენთილი ჩვენი სახელმწიფოს მიმტაცებელი და მმართველად მოვლენილი ივანიშვილი და ამიტომაც უმატებს დანაშაულს დანაშაულზე, საბჭოთა ეპოქის გადმონაშთისაგან რომ აღარც გაგვერჩევა,“ - ამის შესახებ მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„უფალთან არავის გასვლია სიტყვის ჭახრაკობა.
მწარედ მეცინება, როდესაც ბატონ ივანიშვილსა და მის მთავრობასთან დაკავშირებით შეცდომებს ახსენებენ.
შეცდომას რა უშავს - ადამიანურია და ყველა ჩვენგანსაც შეიძლება მოგვივიდეს, მერე რაღაც კიდეც გამოვასწოროთ, რაღაც კი სხვას გაუხდეს გამოსასწორებელი.
რასაც ეს ადამიანი სჩადის, უკვე დანაშაულია.
ხოლო დანაშაული სატანურია , და გამოსწორება ვერ უშველის, ამიტომაც პირწმინდად უნდა აღმოიფხვრას.
გახსოვთ რუსთველური: რადგან თავია სიცრუე, ყოვლისა უბედობისაო?
ამ სიცრუითაა გაჟღენთილი ჩვენი სახელმწიფოს მიმტაცებელი და მმართველად მოვლენილი ივანიშვილი და ამიტომაც უმატებს დანაშაულს დანაშაულზე, საბჭოთა ეპოქის გადმონაშთისაგან რომ აღარც გაგვერჩევა, და კიდეც გაიხვეტება თავის კრიმინალურ გუნდიანად, ყველა გადმონაშთს რა ხვედრიც ელოდება.
ყველა-ყველა და: უფალთან არავის გასვლია სიტყვის ჭახრაკობა.“ - დაწერა როსტომ ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


