უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2018 13:00
font-size

უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ... „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს“ - დავით უსუფაშვილი აუდიოჩანაწერებზე

„უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ... „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს“, - ასე გამოემაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

უსუფაშილის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2015 წელს აფრთხილებდა, „სისტემა რომ აქეთ მიექანებოდა“. ამასთან დაკავშირებით უსუფაშვილმა ივანიშვილს მაშინ წერილიც მისწერა.

„მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია და ადვილად ვირწმუნე „აუთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც... დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა!

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ - ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს...

ამ სიმწრის სტრიქონებს 2012 წლის გულანთებული „ოცნებელების“ უდიდესი უმრავლესობისთვის ვაქვეყნებ, ვინც მასში საკუთარ თავგადასავალსაც ამოიცნობს და ვისი ხმაც ასევე „კატების ყეფამ“ ჩაახშო. ჩაახშო, მაგრამ ვერ გააქრო და სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისთვის 2015 წელს გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია

თქვენ მე საქვეყნო საქმის საკეთებლად დამიძახეთ და მე თქვენ საქვეყნო საქმის კეთებაში გამოგყევით. მე თქვენი ვირწმუნე და თქვენთან პატიოსანი და უღალატო საქმიანი ურთიერთობებისთვის განვეწყვე. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მათ შორის, ადამიანურად რთულად გადასატანი ბრალდებებისა და უნდობლობისა, ეს განწყობა არ შემიცვლია.

ბოლო 4 წელია ნემსის ყუნწში ვძვრები იმისათვის, რომ თუკი რამე შემიძლია და თუკი რამე ვიცი, თქვენთან ერთად იმ საქმეს მოვახმარო, რასაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ვემსახურები. ამ საქმეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის უფსკრულიდან ამოსვლა და თავისუფალ სამყაროსთან ზიარება ჰქვია. ამისათვის მიწევს უამრავი მსხვერპლის გაღება, პირადულიც, ოჯახურიც, პარტიულიც, კოალიციურიც. ამისათვის ამიტანია და კვლავაც ავიტან უამრავ რამეს, მათ შორის, თავმოყვარეობის ხარჯზეც. მაგრამ მეც მაქვს ზღვარი...

ამასობაში, კოალიცია და ქვეყანა წალეკა არაკომპეტენტურობამ, უღირებულებობამ, უსისტემობამ, არაორგანიზებულობამ, მაამებლობამ, კანონის იგნორირებამ.

სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდაუვალია რაღაც საკითხების ცოტა „სხვაგვარად მოგვარება“. მაგრამ ბევრი ჩვენი ასეთი ქმედება არა თუ „თეთრი ძაფითაა“ უკვე ნაკერი, რომელიც ადვილად შეიძლება შეამჩნიოს ვინმემ, არამედ „წითელი ძაფითაა“ ნაკერი, რომლის ვერ შეჩნევაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი სახე მიიღო, მაგალითად, უგულავას საქმემ.

და დღეს უკვე უგულავას ეპოპეის, ისევე, როგორც სხვა მრავალი უბედურების, შემომქმედები აქეთ იშვერენ ხელს, მე მაქვს მათთან თავი სამართლებელი და, შესაძლოა, თქვენ ვეღარ მოახერხოთ მათთან ჩემი დაცვა? იმ მთავარ პროკურორთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც პრემიერს არწმუნებდა, რომ ერთი მოსამართლის უცხოეთში ყოფნის გამო ერთი კვირით შეიძლებოდა საქმის განხილვის გადადება? იმ მინისტრთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც გარწმუნებდათ, რომ „მაცნეში“ გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა? იმ ხალხთან მაქვს რამე დასამტკიცებელი, ვინც „ავადმყოფი ტურავას“ ხელმოწერის არ დასმით ცდილობდა გაფუჭებული საქმის გამოსწორებას? ქვეყნის იმ „აღმაშენებლებს“ უნდა დავუმტკიცო ჩემი მოკრძალებული საჭიროება კოალიციაში, ვინც წელიწად-ნახევარში უგულავას განაჩენი ვერ უზრუნველყო და „უგულავები“ წამებულის შარავანდედით შემოსა? იმ ზონდერ-მოსამართლეებთან მაქვს ჩემი სარგებლიანობა დასამტკიცებელი, რომლებიც დღესაც სათავისოდ აკონტროლებენ სასამართლოს და ნაღმებზე გვსვამენ? მე პირადი და პარტიული ინტერესების გამო ვანგრევ სახელმწიფოს და ისინი აშენებენ, ვინც თქვენთვის საამებლად და სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები?

კი ბატონო. იყოს ეს საქმე სიმბოლურიც და გადამწყვეტიც. სიცხადე და გარკვეულობა თქვენც გჭირდებაც და მეც. რაც მთავარია, საქმეს სჭირდება სიცხადე. მივიღოთ გადაწყვეტილებები - ერთად თუ ცალკ-ცალკე“, - ნათქვამია უსუფაშვილის მიერ ივანიშვილისთვის 2015 წელს გაგზავნილ წერილში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი