უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 თებერვალი, 2017 14:10
font-size

უჩა ნანუაშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ- თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

როგორც წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას განმარტა, ის ბოდიშს არ უხდის ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს წარუმატებლობისთვის მუშაობენ.

„მე არ ვუხდი და ქართველები არ უხდიან ბოდიშს იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოს წარუმატებლობისთვის მუშაობენ საზღვარგარეთ. ბატონ უჩას ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა გასცა პასუხი, როდესაც მან დაადასტურა, რომ სამივენი - ხატიაშვილიც, ომბუდსმენიც და თავად „საია“ მუშაობდნენ ამ სიის საწინააღმდეგოდ სტრასბურგში. ამიტომ, აქ საბოდიშოც არაფერია, პირიქით, მას მოუწევს საქართველოს მოსახლეობას მოუხადოს ბოდიში, რომ იმუშავა ქვეყნის წინააღმდეგ“,-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეებად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სიის ჩავარდნაში თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაადანაშაულა. მინისტრის თქმით, ეს ადამიანები სტრასბურგში წარდგენილი კანდიდატების საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ.

საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ წულუკიანმა ან მტკიცებულებები წარადგინოს, ან მას ბოდიში მოუხადოს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი