სამართალი
უჩა ნანუაშვილი ცილისწამებისთვის თეა წულუკიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ უჩა ნანუაშვილი სტრასგბურგში დადიოდა და ევროპელებს მოუწოდებდა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არ დაემტკიცათ - ცილისწამებს უწოდებს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, იუსტიციის მინისტრის განცხადება შეურაცხმყოფელია და იგი ამის გამო, თეა წულუკიანისგან ბოდიშის მოხდას ელოდება.
„ეს არის წილისწამება. ეს შეფასება არის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვაზე. მან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, ან ბოდიში უნდა მოიხადოს“,-აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისივე თქმით, მას ევროსაბჭოს სხვდასხვა ორგნოებთან სიასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საუბარი პროცესსა და პროცედურას შეეხებოდა.
„სახალოხო დამცველს აქვს ძალიან დიდი კომუნიკაცია. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სისტემატური კომუნიკაცია ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან. არაერთი შეხვედრა გამართულა სხვადასხვა საკითხსზე, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხარვეზებზე, რომელიც არსებობდა კონკრეტულად ამ სიის წარდგენასთან დაკავშირებით. აქ საუბარი არის პროცესზე და პროცედურებზე“,-აღნიშნა ომბუდსმენმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატთა სიის ჩავარდნა ნაციონალური მოძრაობის, ომბუდსმენისა და ზაზა ხატიაშვილის ევროსტრუქტურებში განხორციელებულ აქტივობას უკავშირდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


