სამართალი
უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს.
„მოსამართლემ ამიხსნა, რომ მას არ აქვს საფუძველი, რომელი ნორმა მიუთითებს, რომ მომცეს ამის უფლება. მითხრა, რომ შემდგომ პროცესამდე გადაწყდებოდა. მე ვუთხარი, რომ არსებობს ორგანული კანონი, რითიც ეს საკითხი რეგულირდება. სახალხო დამცველი რეგულირებას უწევს ადამიანის უფლებებს. ის საპროცესო კოდექსით აპელირებს. ეს ერთგვარი კაზუსია, თუმცა სახალხო დამცველს გააჩნია ეს უფლებამოსილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. პროცესის დაწყების წინ, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მას დახურულ პროცესზე წვდომა აქვს, რის გამოც, მან ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე დასწრება მოითხოვა.
პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


