პოლიტიკა
`უარი არაბულ ქალაქებს` - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, ყოფილ კინოთეატრ "რუსთაველის" წინ, სადაც "Eagle Hills"-ის ოფისია განთავსებული, საპროტესტო აქცია სახელწოდებით "უარი არაბულ ქალაქებს" მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორია ოთხი გაერთიანება - "სართული", "ქართული რესპუბლიკა", "ეროვნული თანხმობა" და "სამოქალაქო თანხმობა".
აქციის მონაწილეები არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. მათ აინტერესებთ რას მალავს "ქართული ოცნება" და რის სანაცვლოდ გადასცემს Eagle Hills-ს ქართულ მიწებს.
“მნიშვნელოვანია დღეს ვიყოთ ძალიან ბევრი, ჩვენ ჯერ კიდევ ვიკრიბებით, რვა საათამდე არ დავიწყებთ იმიტომ, რომ საცობებია, ბევრი ადამიანი მოდის და გვიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოდის. ვართ საჭირო კიდევ უფრო მეტი იმიტომ, რომ ამ ოფისში და ზოგადად გარშემო ამო ოფისებში, პარლამენტი რომ ჰქვია და თუნდაც კანცელარია რომ ჰქვია, მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამალული არის ხალხისგან და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ხალხისგან დამალული არაფერი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ბოლომდე უნდა ვიდგეთ ამის წინააღმდეგ, უნდა გამოვიდეს ეს საკითხი საერთო განხილვაზე და უარი უნდა ვუთხრათ ყველამ ერთად ამ არაბულ ქალაქებს და ქართველების ჩანაცვლებას იმიტომ, რომ ამ პოლიტიკას ატარებს დღეს "ქართული ოცნება" ამ კომპანიასთან ერთად, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის წარმატებული გამოცდილებით, ყველგან იტყუება, ყველგან თაღლითობს," - თქვა ვატო მაჭავარიანმა.
Eagle Hills-ის ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ.
ფოტო ტვ პირველი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


