პოლიტიკა
თვითონ პარტია, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ერთ წელიწადში ის ახალი ხალხით პარტიის გაძლიერებასა და მენეჯმენტის გაუმჯობესებას აპირებს. ასე უპასუხა ივანიშვილმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, მაგდა ანიკაშვილის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებს გეგმავს ის უახლოეს ერთ წელიწადში.
„თვითონ პარტია, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ. ამით, ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება ეს უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირაონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა რთულია.
„ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა არის უაღრესად რთული და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მმართველობით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით. შესაბამისად, ის, რომ გაჩნდა ეჭვები და ჩანდა თითქოს, რომ სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ერთადერთი, ვისაც აქვს ამავდროულად ძალის გამოყენების უფლება. ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, მას შეძლება სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


